ეკონომიკა

ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა – წინასწარი შეფასება

31 აგვისტო, 2022 • 1192
ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა – წინასწარი შეფასება

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.

ეს ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა დღეს, 31 აგვისტოს.

2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.

მასალების გადაბეჭდვის წესი