ეკონომიკა

თებერვალში ეკონომიკა 14.6 %-ით გაიზარდა – საქსტატი

31 მარტი, 2022 • 5699
თებერვალში ეკონომიკა 14.6 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 14.6 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3 პროცენტია.

მანამდე, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8.3 პროცენტი იყო.

ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 11 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენდა.

ბანკის თანახმად, განაკვეთის ზრდა უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომსა და ინფლაციის მოლოდინებს.

სების განცხადებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრების ფაზაშია და ასეთად დარჩება მანამ, სანამ არსებული რისკები არ შერბილდება.

„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ მიდრეკილი დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი