თბილისში წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს შენობა 16 020 000 ლარად გაიყიდა ქონების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, რომელიც 4 მარტს დასრულდა. მყიდველი შპს ჰანსია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ყოფილი ჩინოვნიკი და ბიზნესმენი, შალვა ბრეუსი ფლობს.
საუბარია დავით აღმაშენებილის გამზირზე მდებარე 8 350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომელსაც სახელმწიფო უკვე წლებია ყიდის აუქციონზე.
შპს ჰანსს, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, შალვა ბრეუსი ფლობს, რომელიც ბათუმშიa დაბადებული. ბიზნესის გარდა სახელმწიფო მოხელის გამოცდილებაც აქვს. 1990-იანი წლების ბოლოს კრასნოიარსკის იმჟამინდელი გუბერნატორის, ალექსანდრ ლებედის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ- ქონების მართვის მინისტრის მოადგილე.
ინფორმაცია თავდაპირველად ფორმულამ გაავრცელა.
ეკონომიკის სამინისტრომ “რიყის დოქების” და ე.წ. მიხეილის საავადმყოფოს შენობების გასაყიდად აუქციონი თებერვალში გამოაცხადა.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული შენობები ტურისტების მოსაზიდ ახალ ცენტრებად უნდა იქცეს. ეკონომიკის მინისტრი “რიყის დოქების” შენობაში სხვადასხვა საგამოფენო სივრცის, მათ შორის, ღვინის მუზეუმის გახსნის, ხოლო “მიხეილის საავადმყოფოში” თანამედროვე სამუზეუმო სივრცის განთავსების პერსპექტივებს ხედავს,