ეკონომიკა

როგორ იყიდება ჯართი საქართველოში და საქართველოდან

26 თებერვალი, 2010 • • 4860
როგორ იყიდება ჯართი საქართველოში და საქართველოდან

საქართველოს ეკონომიკური სამინისტრო შავი ლითონის და სხვა ტიპის ჯართის პრივატიზებას გეგმავს. მაგალითად თებერვალსა და მარტში დაგეგმილი არის სულ 7 ობიექტზე არსებული ჯართის პრივატიზება. მათგან დაახლოებით 736 ტონა შავი ლითონის ჯართია, ხოლო ნაწილი კი ლითონის მილები, რომლებიც ამა თუ იმ რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია ამ დრომდე.

საწყის ფასად 160 ათასი დოლარი იყო  მითითებული. გურჯაანში, სოფელ ზეგაანსა და ვაზისუბნის მონაკვეთს შორის დაახლოებით 729 ტონა შავი ლითონის ჯართია.

თუმცა შავი ლითონის ჯართის პრივატიზებას ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ასევე გეგმავს ბოლნისში

განსხვევით კახეთისგან, ბოლნისში სულ 7 ტონა შავი ლითონის ჯართია, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ჯართი კი გათბობის სისტემების დემონტაჟის შედეგად განთავისუფლებული ძველი ქვაბები და თუჯის რადიატორების ფოლადი მილებია.

მათი საწყისი ფასი 1500 ლარია. სამშაბათს კი გაირკვევა გამოუჩნდება თუ არა მსურველი ჯართს, რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად იყიდება.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, პრივატიზაციაზე ფასდაკლებებიც აქვს. მაგალითად ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული გამოუყენებელი ლითონის მილები აუქციონზე გადის.

”გამოუყენებელი” ლითონის მილი მიწაშია. შესაბამისად, გარდა იმ საწყისი 6000 ლარისა, რომელიც აუქციონზე არის დასახელებული პირველ თანხად, მყიდველმა მილების მიწიდან ამოღების ხარჯები თავად უნდა დაფაროს. ინფრასქტუქტურა და კომუნიკაცია პირვანდელ მდგომარეობაში მიიყვანოს. გამოუჩნდება თუ არა მილებს მყიდველი, ეს უკვე დღეს გაირკვევა. წინააღმდეგ შემთვევაში არ არის გამორიცული კიდევ ერთი ფასდაკლების აქცია გახდეს აუცილებელი.

მილები იყიდება ყვარელსა და მცხეთაშიც. ასევე მონიციპალიტეტის საკუთრებაში ამ დრომდე არსებული სხვადასხვა გამოუყენებელი სახის ლითონის მილების ფასები 10 ათასი ლარიდან იწყება და უფრო ზემოთაც ადის. ფასი კი დამოკიდებულია ჯართის წონაზე.

ჯართის გაყიდვა ბევრად უფრო მასშტაბური არა ქვეყნის შიგნით არის, არამედ ქვეყნის გარეთ.

მაგალითად 2010 წლის ინვარში ქვეყნიდან 4 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების  შავი ლითონის ჯართის ექსპორტი განცორციელდა. ეს კი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 4 %-ა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი