ეკონომიკა

ევროზონის სუსტი რგოლი ვალებში ეფლობა

23 თებერვალი, 2010 • • 1228
ევროზონის სუსტი რგოლი ვალებში ეფლობა

ევროზონის სუსტი რგოლი, საბერძნეთი ახალ საგარეო ვალ იღებს. ქვეყანა, რომელსაც სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები აქვს საჭიროებს 300 მილიარდიანი ვალის რეფინანსირებას.საბერძნეთი ხუთი მილიარდი ევროს სესხებას გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ევროზონამ მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა საბერძნეთს და ფულის დაზოგვისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარება მოსთხოვა.

 

2010 წლისთვის, როგორც ბერძნული მედია იტყობინება, ქვეყანა გეგმავს 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის აღებას. ამასთან საბერძნეთი იძულებულია სესხი მაღალი პროცენტული განაკვეთით აიღოს.

 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი იორღოს პაპანდრეუ აცხადებს, რომ ევროზონის ქვეყნებისგან დახმარებას მართალია არ ელოდება, თუმცა საბერძნეთი ევროზონისგან დაბალპროცენტიანი სესხის აღებაზე უარს არ იტყოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი