ეკონომიკა

კავშირი, ფული და სამი კომპანია

12 თებერვალი, 2010 • 3814
კავშირი, ფული და სამი კომპანია

თუკი ათი წლის წინ მობილური ტელეფონით სარგებლობა ფუფუნების საგანი იყო, დღეს ასე აღარ არის. ქვეყანაში, სადაც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 4,5  მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სამ მობილურ კომპანიას ხუთი მილიონი აბონენტი ჰყავს.

რამდენს იხდის თითოეული მობილური ტელეფონის მფლობელი საუბარში რთული დასადგენი არ არის. ინდიკატორი, რომლითაც „ოესიდი”  (ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია)  საზღვრავს მცირეგადამხდელ ჯგუფში შემავალ აბონენტებს, გვიჩვენებს, რომ საქართველოში ერთი ადამიანი საშუალოდ 199 ლარს ხარჯავს წელიწადში, მობილური ტელეფონით საუბარში.

იმ შემთხვევაში თუ ხუთი მილიონი გაყიდული სიმბარათიდან ყველა მოქმედია, გამოდის, რომ სამივე მობილურ კომპანიას (”მაგთიკომი”, ”ჯეოსელი”, ”ბილაინი”) ერთად წელიწადში დაახლოებით 995 მილიონი ლარი შესდის.

წელიწადში 199 ლარი,  (თვეში დაახლოებით 18,6 ლარი), “ოესიდის” კრიტერიუმების პირველ, ანუ დაბალ ჯგუფში ჯდება. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც დაბალი კატეგორიის ჯგუფში ირიცხება, წელიწადში 529 წუთს საუბრობს, აგზავნის 369 სმს და  8 მმს–ს. სარგებლობს მთლიანი საუბრების 7%-ით საზღვარგარეთ დასარეკად და  მთლიანი საუბრებიდან 7%–ს  ვიდეო ზარს ახორციელებს. ტარიფების დაანგარიშებისას არ იგულისხმება სპეციალური ფასდაკლებები და აქციები.

”ნეტგაზეთმა” კი გამოთვლა იმის, თუ რა თანხა ჯდება მცირეგადამხდელისთვის საუბარი ასე გამოითვალა. სასაუბრო ერთი წუთის ღირებულება 0,288 თეთრი,სმს 0,6 თეთრი, მმს 0,24 თეთრი, ვიდეოზარი 0,35 თეთრი და საზღვარგარეთ საუბრის საშუალო ციფრი 0,8 თეთრი.

ციფრებით კი ეს ყველაფერი დაახლოებით ასე გამოიყურება:

პირველი კატეგორია: დაბალი მოხმარების ჯგუფი მეორე კატეგორია: საშუალო მოხმარების ჯგუფი მესამე კატეგორია: მაღალი მოხმარების ჯგუფი
სულ 529 წუთი  სულ 1368 წუთი სულ 2952 წუთი
455 წუთი * 0,288= 131 ლარი (529-14%) 1176 *0,288=338 ლარი (1368-14%) 2540 *0,288=731,5 ლარი (2952-14%)
37 წუთი * 0,35 =12,95  ლარი (ვიდეოზარი) 95,76*0,35=33,5 ლარი (ვიდეოზარი) 206*0,35=72,1 ლარი (ვიდეოზარი)
37 წუთი * 0,80= 29,6 ლარი (საზღვარგარეთ) 95,76*0,80=76,6 ლარი (საზღვარგარეთ) 206*0,8=164,8 ლარი (საზღვარგარეთ)
396 სმს * 0,6 = 23,76 ლარი 600სმს*0,6=36 ლარი 660 სმს *0,6=39,6 ლარი
8 მმს * 24 = 1,92 ლარი 8 მმს*0,24=1,92 ლარი 12მმს*0,24=2,88 ლარი
სულ :199,23 წელიწადში სულ 486 ლარი სულ: 1010 ლარი
თვეში 16,6 ლარი თვეში 40 ლარი თვეში 84 ლარი 

რაც შეეხება საშუალო კატეგორიის ჯგუფს, აქ უკვე დაანგარიშება ამ სისტემით ხდება: ერთი ადამიანი წელიწადში 1368 წუთით საუბრობს, 600 სმს–ს  და 8 მმს აგზავნის.  აქედან იმავე პროცენტული მაჩვენებლით, როგორც პირველ შემთხვევაში, რეკავს საზღვარგარეთ და სარგებლოს ვიდეო ზარით. მესამე კატეგორიის ჯგუფში მყოფი ადამიანები ყველაზე მეტს ხარჯავენ მობილური ტელეფონით საუბარში. 

ამ სამი კატეგორიიდან ერთ-ერთში თავს აუცილებლად ამოიცნობთ. იმის მიუხედავად ფიქრობთ თუ არა იმაზე, რამდენს ხარჯავთ თვიურად მობილური ტელეფონით სარგებლობისას.

იმის დასადგენად, ფიქრობენ თუ არა ადამიანები ფიჭური ქსელებით სარგებლობისას გაწეულ ხარჯზე და, საერთოდ, იციან თუ არა მათი ქსელის ტარიფი, მარტივი გამოკითხვა ჩავატარეთ. 20 ადამიანს ვკითხეთ რა ღირს ერთი წუთი საუბარი მათ ქსელში. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი იყო ინფორმირებული, ბევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენიმემ კი შეცდომით დაასახელა ტარიფი(სხვათა შორის, უფრო ნაკლები, ვიდრე რეალურად ღირს).

ახლა კი შევეცადოთ გავარკვიოთ თუ რა ღირს მობილური ტელეფონით სარგებლობა იმ სამ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიაში, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

”მაგთიკომი”  და ”ჯეოსელი” ბაზარზე ყველაზე ძველი კომპანიები არიან. ორივე მათგანმა 1997 წელს დაიწყო აბონენტების მომსახურება. ”ბილაინი” გამოცდილ კონკურენტებს ოთხი წლის წინ შეურთდა.

ტარიფების გარკვევა რთული სულაც არ არის. მთავარია, დაინტერესდეთ და კომპანიის ინტერნეტ გვერდებს ესტუმროთ ან დარეკოთ და ზეპირი სახით მიიღოთ ინფორმაცია. სირთულე ის გახლავთ, რომ მომსახურების მრავალი კატეგორიაა და ყველას სხვადასხვა ფასი აქვს. იგივე ”მაგთიკომი”, რომელიც ”მაგთი” და ’ბალის” სერვისით ემსახურება აბონენტებს, სხვადასხვა ტარიფს სთავაზობს მომხმარებელს. ანალოგიურია ”ჯეოსელი”, რომელსაც ”ლაი-ლაი” აქვს.  მიუხედავად იმისა, რომ ”ჯეოსელი” და ”ლაი-ლაი” ერთი კომპანიის საკუთრებაა, ტარიფები სხვდასხვა აქვთ, ისევე როგორც ”მაგთის”. რაც შეეხება ”ბილაინს”, აქაც დიდი მრავალფეროვნებაა. არსებობს რამდენიმე დასახელების პაკეტი, ინდივიდუალური სახელებით და ყველა მათგანს განსხვავებული ტარიფი აქვს. უფრო დეტალურად კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურება.

ჯეოსელის და ლაი–ლაი–ს აბონენტებისთვის

ჯეოსელი -> სხვა ქსელის აბონენტები/ქალაქის ქსელი 0.288 ლაილაი >> საქართველოს სატელეფონო ქსელები* 0.288
ჯეოსელი->ჯეოსელი/ლაილაი 24:00-08:00 სთ* 0.144 ლაილაი >> სხვა მობილური ოპერატორი* 0.288
ჯეოსელი->ჯეოსელი/ლაილაი 08:00-24:00 სთ* 0.259 ლაილაი -> ჯეოსელი/ლაილაი* 0.288
ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 7 სიმ-ბარათი 2
საწყისი ავანსი 5 მობილური ინტერნეტი (GPRS, EDGE, HSPA, UMTS), 1მბ (დამრგვალება 10კბ) 0.7
მობილური ინტერნეტი (GPRS, EDGE, HSPA, UMTS), 1მბ (დამრგვალება 10კბ) 0.7 SMS გაგზავნა 0.06
SMS გაგზავნა 0.06 მიმართულება წუთობრივი ტარიფი

მაგთი                                                                                                                      

სტანდარტული მომსახურება
მიმართულება წუთობრივი ტარიფი
მობილური – მობილური 0,288* ლარი
მობილური – საქართველო

0,288* ლარი

ბალი 

  ბალის სერვისები სერვისის კოდი 3-ლარიანი ბარათით ანგარიშზე გიჯდება 9-ლარიანი ბარათით ანგარიშზე გიჯდება
#1 ბალი – საქართველო 01 10 წთ. და 30 წმ. 31 წთ. და 30 წმ.
#2 ბალი – ბალი/მაგთი/მაგთი ფიქსი 02 20 წთ. 60 წთ.
#3 ბალი – “საყვარელი ნომერი” 03 60 წთ. 180 წთ.
#4 SMS 04 100 ერთეული 400 ერთეული
#5 MMS 05 25 ერთეული 75 ერთეული
#6 ინტერნეტი 06 15 მეგაბაიტი 100 მეგაბაიტი
ლარის ანგარიში დამატებითი სერვისები, ზარები საზღვარგარეთ და ა.შ. 99 3 ლარი 9 ლარი

იხილეთ ტარიფები დამატებით მომსახურებაზე


“ბილაინის” ტარიფი 5–იანი

ადგილობრივი ზარები 1 წუთის ღირებულება

ბილაინის ნომრებზე 0,05 ლარი
ყველა სხვა ოპერატორთან 0,25 ლარი
 
SMS 0,05 ლარი

ასე რომ არცოდნა იმის, თუ რა ღირს თქვენ ქსელში საუბარი, როგორც ჩანს, არც ისეთი გასაკვირია. იმდენად მრავალფეროვანია მომსახურება და შესაბამისად ტარიფებიც.

რამდენად ადეკვატურია თანხა, რომელსაც ადამიანები მობილური ტელეფონით საუბარში იხდიან, აქტუალური რამდენიმე დღის  წინ გახდა, როდესაც “აფბამ”(ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ) გამოაქვეყნა კვლევა ფიჭური კომპანიების ტარიფებზე. “აფბას” კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში მობილური ტელეფონით საუბარი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

მიუხედავად იმისა, რომ გზა, რომელიც “აფბამ” გაირა კვლევაში, საქართველოში ტარიფის სიძვირის დასადგენად, “ნეტგაზეთმაც” გამოიკვლია, აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები მივიღეთ – ცდომილება დაახლოებით 30 აშშ დოლარია.

გარდა ამისა, ”აფბამ” მხოლოდ მაღალი კატეგორიის მომხმარებლები შეიყვანა დასკვნის გაკეთების მიზნით სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი კატეგორიის ჯგუფში (”ოესიდის” მიხედვით) საქართველში მობილური ტელეფონით საუბარი უფრო ძვირია, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, იტალია, ირლანდია, და სხვ. მაღალი კატეგორიის ჯგუფში საქართველოში არსებული ტარიფი ცდება “ოესიდის” ოქროს შუალედს, ანუ მისთვის მისაღებ ნორმალურ ზღვარს.

რაც შეეხება ქვედა ორ ჯგუფს, ანუ დაბალ და საშუალო კატეგორიას, აქ უკვე საქართველო ნორმის ფარგლებში არათუ ჯდება, არამედ ”ოესიდის” ნორმაზე დაბალი ტარიფი აქვს, ისევე როგორც საშუალო კატეგორიაში.

32 ქვეყანას შორის, საქართველო დაბალი მოხმარების ჯგუფში დაახლოებით 25-ე, საშუალო მოხმარების ჯგუფში მე-17, ხოლო მაღალი კატეგორიის ჯგუფში კი დაახლოებით მე-11 ადგილზეა.

რაც შეეხება მდგომარეობას საქართველოს ფარგლებს გარეთ. დაბალი კატეგორიის ჯგუფში, “ოესიდის” მონაცემებით ნორმალური მაჩვენებელია  დაახლოებით   23 ლარი თვეში, საშუალო ტარიფის ჯგუფში 45,5 ლარი, მაღალი კატეგორიის ჯგუფში კი დაახლოებით 70 ლარი.

დაბალი მოხმარების ჯგუფში ყველაზე ძვირია საუბარი ამერიკაში, ესპანეთსა და ჩეხეთში, საშუალო ტარიფის ჯგუფში ლიდერობს ისევ ამერიკა, შემდეგ ესპანეთი და სამეულს კანადა ასრულებს. მაღალი კატეგორიის ჯგუფში კი ესპანეთი ლიდერობს, მას სლოვაკეთი და ჩეხეთი მოყვება.

რაც შეეხება ფიქსირებულ კავშირგაბმულობას, იგივე ”ოესიდის” შკალის მიხედვით, დაბალი მოხმარების კატეგორიაში მოხვედრის შემთხვევაში, რაც წელიწადში 600 ზარის განხორციელებას გულისხმობს, მომხმარებელი თვეში დაახლოებით 7 ლარს იხდის, საშუალო კატეგორიაში, რაც გულისხმობს წელიწადში 1200 ზარის განხორციელებას თვეში 15 ლარზე ოდნავ მეტს, ხოლო მაღალი კატეგორიის ჯგუფში კი, 2400 ზარი, თვეში დაახლოებით 28 ლარს. იმ შემთხვევაში თუ ფიქსირებული ტელეფონიდან არ რეკავთ მობილურ ტელეფონზე და 4 თეთრიანი ტარიფით არ სარგებლობთ.

მიუხედავად იმისა, გეჩვენებათ თუ არა ძვირი მობილურ ტელეფონზე ტარიფი საქართველოში, არ არის გამორიცხული ის უახლოეს პერიოდში შეიცვალოს.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი გელა ბუთბაია ამბობს, მარტში დანიშნულია კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილება რამდენად არის ხარჯებზე ორიენტირებული ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფი. დღეს ურთიერთჩართვის ტარიფი ფიჭურ კავშირგაბმულობებს შორის 14 თეთრია, რაც ნიშნავს, რომ, მაგალითად, ”ჯეოსელს” მისი აბონენტიდან ”მაგთის” აბონენტთან ზარის განხორციელება 14 თეთრი უჯდება. ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფი ნიშნავს, რომ დეტალურად გამოითვლება რა უჯდება ერთ კომპანიას 1 წუთი (გარდა აღნიშნული 14 თეთრისა, ბუთბაია ამბობს, რომ ხარჯებში იგულისხმება რეკლამა, პრომოუშენი და სხვა კატეგორიის ხარჯები, რომელიც კომპანია აქვს).

ბუთბაია ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ურთიერთჩართვის ტარიფმა დაიწიოს. მიზეზი კი, მისი თქმით, ის არის, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების აბონენტთა რიცხვი გაიზარდა და, შესაბამისად, კომპანიების ხარჯები შემცირებული იქნება მომატებული აბონენტების ხარჯზე.

თუმცა დეტალები ცნობილი გახდება მარტში, მას შემდეგ რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს.

მანამდე კი არ არის გამორიცხული, კონკურენციის გაჯანსაღების მიზნით, კომისია ერთი ინიციატივით გამოვიდეს. ეს უკვე პორტაბელური ნომერია. რაც ნიშნავს, რომ ნომერი, რომელსაც შეიძენთ თქვენი დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა კომპანიის ტარიფით მოიხიბლებით და მის მომსახურებას აირჩევთ.

ბუთბაიას თქმით, ეს ბაზარზე კონკურენციას გაზრდის და თან აბონენტებისთვისაც იქნება მისაღები. რადგან ბევრი ადამიანი ქსელს მხოლოდ იმ მიზეზით არ იცვლის, რომ ნომრის დაკარგვა არ უნდა.

ეს სიახლე 2011 წლიდან შესაძლოა დაინერგოს ბაზარზე, მანამდე კი სამ კომპანიას კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში ხარჯების წარდგენა მოუწევს, რათა გაირკვეს, არის თუ არა დადგენილი ტარიფი მათ ხარჯების ადეკვატური.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი