ეკონომიკა

ბორჯომ-ლიკანის სამკურნალო კომპლექსი განახლდება

12 თებერვალი, 2010 • • 1794
ბორჯომ-ლიკანის სამკურნალო კომპლექსი განახლდება

ლიკანის ტურისტულ კომპლექსში დღეს ბორჯომ-ლიკანის ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსის განახლება რამდენიმე წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ხელისშემშლელი ფაქტორია აღმოჩნდა სამუშაოების დაწყებისთვის.

ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი კომპლექსი საქართველოს მთავრობამ ყაზახურ კომპანიას, „ყაზმუნაიგაზ-სერვისი” მისი განახლების და საერთაშორისო ცენტრად გადაქცევის მიზნით 2006 წელს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი