ეკონომიკა

გაიწვევენ თუ არა ”ტოიოტას” მარკის ავტომობილებს საქართველოდან

8 თებერვალი, 2010 • • 2225
გაიწვევენ თუ არა ”ტოიოტას” მარკის ავტომობილებს საქართველოდან

”ტოიოტა ცენტრი კავკასიას” გენერალური დირექტორი , ირაკლი გურჩიანი ”ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ”მცირე რაოდენობის გაწვევა იქნება, მე ვფიქრობ სამასი ცალის, მეტის არა.”

 საუბარია 2006-07 წლებში გამოშვებულ მსუბუქ ავტომობილებზე, რომელსაც პრობლემები მსოფლიო მასშტაბით შეექმნათ. შეგახსნებთ, რომ ავტომობილების აქსელატორების გაუმართაობის გამო იაპონურმა კომპანია ”ტოიოტამ” ბაზრიდან რეკორდული რაოდენობის მანქანები ამოიღო – აშშ-ის ბაზრიდან 7,7 მლნ ავტომობილი, ევროპიდან _ 1,8 მლნ და ჩინეთიდან 750 ათასი ავტომობილი 

მანქანებს,რომლებიც დღეს იყიდება ტოიოტას ცენტრში გაწვევა არ ეხება, ამბობს გურჩიანი. რადგან ავტომობილები, რომლებსაც გაწვევის შემთხვევაში გაყიდული ავტომობილების მფლობელებს დაუკავშირდება ცენტრი და მოხდება მათი გაწვევა.

ირაკლი გურჩიანი ამბობს, რომ მათ მიერ გაყიდულ ავტომობილებს არ ჰქონიათ შეფერხება. მას შემდეგ რაც მათთვის გახდება ცნობილი თუ კონკრეტულად რომელ ავტომობილებს ეხება აქსელატორის გაუმართაობა, მოხდება მათი ამოღება და გაწვევა შეკეთების მიზნით.  

მასალების გადაბეჭდვის წესი