ეკონომიკა

დოლარი ევროს ჯობნის

4 თებერვალი, 2010 • • 1783
დოლარი ევროს ჯობნის
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 75.8 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 23.3 პროცენტს შეადგენს, აცხადებს ეროვნული ბანკი.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 იანვრისათვის 73.4 პროცენტი შეადგინა,რაც 2.0 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის 1 დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით. დეკემბერში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.4 პროცენტს შეადგენდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  9.2 პროცენტს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ინტერნეტ გვერდზე (www.nbg.gov.ge) განთავსებულ განცხადებაში. 
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 2010 წლის 1 იანვრისათვის 3.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 8.4 პროცენტით, ანუ 266.5 მლნ ლარით მეტია გასული წლის 1 დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების  ზრდას, შესაბამისად, 13.4 და 5.9 პროცენტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი