ეკონომიკა

საზოგადოებრივი წესრიგის დაფინანსებისთვის ბიუჯეტი თანხებს ამცირებს

2 თებერვალი, 2010 • • 1840
საზოგადოებრივი წესრიგის დაფინანსებისთვის ბიუჯეტი თანხებს ამცირებს

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის , 2010 წლის ბიუჯეტში კიდევ უფრო ნაკლები თანხაა გამოყოფილი, ვიდრე გასულ წლებში.

მაგალითად, თუ 2008 წელს ბიუჯეტმა ამ მიმართულებით 983,461.3 ლარი გამოყო, 2009 წელს გამოყოფილი თანხა 830,234.6 ლარამდე შემცირდა. 2010 წლის ბიუჯეტში კი საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის 781,281,1 ლარია გამოყოფილი.

შესაბამისად, დაფინანსება შეუმცირდა პოლიციეს სამსახურსა და სახელმწიფო დაცვას, ასევე სასამართლოებსა და პროკურატურას და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართულებით ყველაზე მეტი თანხა მაინც პოლიციეს სამსახურსა და სახელმწიფო დაცვას აქვს გამოყოფილი. მთლიანი 781,281,1 ლარიდან 580.531.3 ლარი. 

საინტერესოა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს მხოლოდ 112 931 ლარით შეუმცირდათ დაფინანსება 2009 წელთან შედარებით, თუმცა საგრძნობლად არის ამ მიმართულებით დაფინანსება 2008 წლის შემდეგ გაზრდილი, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე 2008 წელს 93,731.8 ლარი იყო გამოყოფილი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი