ეკონომიკა

სავაჭრო დეფიციტი 3434.7 მილიონი დოლარია

28 იანვარი, 2010 • • 1785
სავაჭრო დეფიციტი 3434.7 მილიონი დოლარია

2009 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელზე 29.3% ნაკლებია. საერთო ჯამში თანხამ 5513.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 101 პარტნიორ ქვეყანასთან, ხოლო დადებითი სავაჭრო ბალანსი მხოლოდ 30-თან. სავაჭრო დეფიციტი 3434.7 მილიონია , დადებითმა სავაჭრო ბალანსმა კი 227.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასულ წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 1546.9 მილიონი დოლარია, რაც წინა წლის მონაცემებს 26%-თ ჩამოუვარდება, ხოლო რაც ეხება დსთ-ს ქვეყნებს, მათთან სავაჭრო ბრუნვა 1677.1 მილიონი დოლარია, რაც ასევე ნაკლებია 2008 წლის მონაცემებთან შედარებით 34%-თ.

2009 წლის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა თურქეთია. ასევე რჩებიან საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებად aზერბაიჯანი, უკრაინა. თუმცა განსხვავებით წინა წლის მონაცემებთან, ექსპორტი უკრაინასთან 50 მილიონი დოლარით შემცირდა. ამის მიზეზი კი ფერადშენადნობების და ყურძნის ნატურალური ღვინოების სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის შემცირებაა. თუმცა გაზრდილია ციტრუსების ექსპორტი.


მასალების გადაბეჭდვის წესი