ეკონომიკა

თბილისი-პრიორიტეტული ქალაქი

27 იანვარი, 2010 • • 2037
თბილისი-პრიორიტეტული ქალაქი

2010 წლის ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს 34%-ანი ზრდა აქვს. რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 214,437 ათასი ლარით მეტია. ამ თანხის უმეტესი ნაწილი კი თვითმმართველ ქალაქებზე მოდის.

განსაკუთრებით საინტერესო თბილისია, რომლის გამოთანაბრებითი ტრანსფერი (გამოიანგარიშება სპეციალური ფორმულით და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ შემოსავალს) 323 მილიონ 37 ათასი ლარია. მაშინ როცა ქუთაისისთვის _ 19 მილიონ 893 ათასი ლარია. თბილისის თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხები, გამოთანაბრებითი ტრანსფერის სრული თანხის 61.8%-ა.

“თბილისი სტატუსით (დედაქალაქი) გამოირჩევა სხვა თვითმმართველობებისგან. “დედაქალაქის შესახებ” კანონის თანახმად, დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მიუხედავად ამისა მსგავსი დისბალანსი სხვადასხვა დონის თვითმმართველობებს შორის დაუშვებელია. “ აცხადებენ ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრში.

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სპეციალური ტრანსფერი (ძირითადად გამოიყენება სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისთვის, თუმცა შესაძლებელია სხვა ხარჯების დაფინანასებაც) მხოლოდ ორ თვითმმართველობაზეა გათვალისწინებული, თბილისისთვის ეს თანხა 196 მილიონ 562 ათასი ლარია, ხოლო ბათუმისთვის 100 მილიონი ლარი.


მასალების გადაბეჭდვის წესი