საავტომობილო ტრანსპორტით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 2009 წელს 309 მილიონს ადამიანს გადააჭარბა. წინა წლის სატრანსპორტო სტატისტიკა დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა.
გადაზიდული ტვირთების საერთო რაოდენობა კი 28.2 მლნ. ტონაა. ორივე მაჩვენებელი ოფიციალური ინფორმაციით გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საქართველოს საზღვაო პორტების მიერ გადამუშავებული ტვირთების მოცულობაზეც. მაგალითად ყულევის საზღვაო პორტის მიერ გადამუშავებული ტვირთების მოცულობა (2,1 მლნ. ტონა) 62%-ით აღემატება 2008 წლის მონაცემებს. 52%-ით მოიმატა ამავე პორტში გადამუშვებული გემების რაოდენობამ და საერთო ჯამში 65 ერთეული შეადგინა.