ეკონომიკა

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში, შარშანდელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა

16 სექტემბერი, 2015 • • 1448
ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტოში, შარშანდელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა

აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 195.9 მლნ ლარი შეადგინა.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი მოდიოდა.

 

2015 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.5 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (27.4 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი