ეკონომიკა

ინგა გრიგოლია არ ადასტურებს, რომ “იმედი” მის “რეაქციას” ხურავს

29 აგვისტო, 2015 • 1162
ინგა გრიგოლია არ ადასტურებს, რომ “იმედი” მის “რეაქციას”  ხურავს

“არ ვიცი, გუშინ ჩამოვედი ამერიკიდან. არავინ არ მინახავს. ვიცი, რომ 18 სექტემბერს უნდა გავიდეს გადაცემა”, – განუცხადა მან “ნეტგაზეთს”. 

გრიგოლია უარყოფს ინფორმაციას, რომ არხის გენერალურ დირექტორს გიორგი ბახტაძეს შეხვდა მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა.  გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ მისთვის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას არ უცნობებია გადაცემის დახურვის შესახებ.

“მეც გავიგე ჭორები, მივალ 1 სექტემბერს და გავიგებ რა ხდება, ვიცი, რომ გადაცემის პრომო მზადაა და 18 სექტემბერს უნდა გავიდეთ ეთერში”.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რა “ჭორები” გაიგო, გრიგოლიამ უპასუხა, რომ ერთი წელია ესმის საუბრები მისი გადაცემის დახურვის შესახებ.

 

ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ “რეაქცია” ტელეკომპანია ეთერში ყოველ პარასკევს გადაიცემა.  გადაცემის შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაცია  დღეს გავრცელდა.

ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია

მასალების გადაბეჭდვის წესი