ეკონომიკა

“უოლ სტრიტის მგელი” ჯორდან ბელფორტი თბილისში ჩამოდის

17 ივლისი, 2015 •
“უოლ სტრიტის მგელი”  ჯორდან ბელფორტი თბილისში ჩამოდის

ჯორდან ბელფორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპიკერია. წლის განმავლობაში, ის 5-6 ქვეყანას სტუმრობს და მსმენელს გამოცდილებასა და გაყიდვების საუკეთესო მეთოდებს უზიარებს.


ბელფორტის მასტერკლასებს ძირითადად გაყიდვებისა და მარკეტინგის, ასევე, ბრენდინგის, ბიზნესის განვითარებისა და მართვის სპეციალისტები და ლიდერები ესწრებიან.
 
 
“უოლ სტრიტის მგელი” ბრონქსში დაიბადა. 90-იანი წლების დასაწყისში დააარსა კომპანია Stratton Oakmont. 1998 წელს თაღლითობისთვის დააკავეს.
 

გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის შედეგად, პატიმრობაში მხოლოდ 22 თვე დაჰყო. გარდა იმისა, რომ ოფიციალური მილიონერია, 2013 წლამდე ბელფორტის ცხოვრების მთავარი მოვლენა სწორედ პატიმრობა იყო.

 

2013-ში კი მისი როლი ლეონარდო დიკაპრიომ ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში “უოლ სტრიტის მგელი”, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაიღეს. თავად წიგნი კი ბელფორტის მემუარებს ეფუძნება.

 
 
 
Straight Line Persuasion (დარწმუნების ხელოვნება) – ამ სახელწოდების პროგრამით ჯორდან ბელფორტი თბილისში მასტერკლასს გაუძღვება, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო კომპანია “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” წარადგენს.
 

მასტერკლასი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ბილეთები კი ივლისიდან, ვებგვერდზე – www.wallstreet.ge გაიყიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი