“100 მილიონი აშშ დოლარის დანაკლისი გადმორიცხვებში ჯამურად სქართველოს მაკროეკონომიკისთვის არ არის მნიშვნელოვანი თანხა. სამწუხაროდ, სოციალური დატვირთვა ძალიან დიდი აქვს ამ პრობლემას, რადგან უამრავი ჩვენი მოქალაქე მუშაობს საბერძნეთში. რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით ოჯახის მთავრი შემოსავალი არის გზავნილი. საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ჩვენს ტრეტესტებში და პროგნოზებში გათვალისწინებული გვქონდა. თუმცა იმედია, რომ პესიმისტური ვარაუდები არ გამართლდება” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ფულადი გადარიცხვები საბერძნეთიდან 29 ივნისიდან შეჩერდა. წინასწარი ინფორმაციით, ეს პროცესი ერთ კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ფულად გზავნილებში საბერძნეთს მეორე ადგილი უკავია. 2015 წლის 5 თვეში საბერძნეთიდან საქართველოში 15 344 900 აშშ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან- 1 519 900 აშშ დოლარი.
საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსების წყაროს ექსპორტიდან შემოსავლები, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები წარმოადგენს.
საქსტატის მონაცემებით, ფულადი გზავნილები საკმაოდ მნიშვნელოვანი წყაროა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე მეტია.