ეკონომიკა

პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” 5 ათასზე მეტი ადამიანი დაასაქმა

7 ივლისი, 2015 •
პროგრამამ “აწარმოე საქართველოში”  5 ათასზე მეტი ადამიანი დაასაქმა

პროგრამის ფარგლებში სულ 90-მდე პროექტი განხორციელდა და 5 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთაგანაც, უწყების განმარტებით, 3 900-მდე იქნება პირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა. 

“პროგრამის ფარგლებში პროექტზე გაცემული სესხის საშუალო მოცულობა არის 2,2 მილიონი ლარი, ინდუსტრიული მიმართულებით დომინირებს სამშენებლო მასალები (23%), ლითონები (20%) და მუყაო და შესაფუთი მასალები (18%). ასევე ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პროექტების სტრუქტურაში წარმოდგენილია ისეთი მაღალტექნოლოგიური სფეროები, როგორიც არის ქიმიური ინდუსტრია, ფარმაცევტიკა, ელექტრომოწყობილობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი აღსანიშნავია მაღალტექნოლოგიური ფერმის მიმართულება (24%), მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა (27%), თევზის გადამუშავება (26%), ასევე პროექტების სტრუქტურაში წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური მეფრინველეობის ფერმა (6%)”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. 

სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” დღეს გაიართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

სამთავრობო პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” 2014 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარი იყო და დამწყები საწარმოების, ე.წ. სტარტ აფების ამუშავებისთვის უნდა ყოფილიყო მიმართული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი