“ნეტგაზეთის” კორესპონდენტი სალონიკიდან იუწყება, რომ ბანკომატიდან ფულის გამოტანაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე შეზღუდვა არ არის.
საბერძნეთში ბანკებმა მუშაობა 29 ივნისიდან შეაჩერეს. 5 ივნისს დაგეგმილია რეფერენდუმი, რომელზეც საბერძნეთის ევროკავშირში ყოფნის საკითხი უნდა გადაწყდეს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრისმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ 2015 წლის 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭიროს საერთაშორისო კრედიტორების მიერ შემოთავაზებულ ფინანსური რეფორმების პაკეტს.
30 ივნისს ამოიწურა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის ვადა. ასევე საბერძნეთმა ვერ დაუბრუნა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალი, 1,6 მილარდი ევრო.
bbc -ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთი კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ქვეყანას დეფოლტი ემუქრება. გარდა ამისა, შესაძლოა, საბერძნეთს ევროზონა დაატოვებინონ.