ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბიაში იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა, რომ ამ სახის მომსახურება იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე საბერძნეთის საბანკო სექტორი არ დაიწყებს მუშაობას:
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეთა ხელშეწყობის მიზნით დაუშვას საკონსულო მომსახურების გაწევა ნაღდი ანგარიშსწორებით. იმ პერიოდით, რა პერიოდშიც საბერძნეთში ბანკები იქნება დახურული. ჩენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნება უახლოეს მომავალში და და ჩვენ გავაგრძელებათ ჩვეულებრივ ფუნქციონირებას. “
საბერძნეთში ათენის საფონდო ბირჟა და ბანკები 7 ივლისამდე დაიკეტა. შეჩერებულია ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან საქართველოში.
დღეს იწურება საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ვადა. ასევე საბერძნეთმა 30 ივნისს უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალი, 1,6 მილარდი ევრო.
bbc -ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთი კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ქვეყანას დეფოლტი ემუქრება. გარდა ამისა, შესაძლოა, საბერძნეთს ევროზონა დაატოვებინონ.