ეკონომიკა

საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვები შეჩერდა

30 ივნისი, 2015 •
საბერძნეთიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვები შეჩერდა

“ნეტგაზეთს”  ფულადი გადარიცხვების ოპერატორ კომპანია “ინტელ ექსპრესში” განუცხადეს, რომ ფულადი გადარიცხვები, როგორც საბერძნეთიდან, ისე საქართველოდან შეჩერებულია: 

 

“ფულადი გადარიცხვები საბერძნეთიდან 29 ივნისიდან შეჩერდა. წინასწარი ინფორმაციით, ეს პროცესი ერთ კვირას გაგრძელდება.”

 

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ფულად გზავნილებში საბერძნეთს მეორე ადგილი უკავია. 2015 წლის 5 თვეში საბერძნეთიდან საქართველოში 15 344 900 აშშ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან- 1 519 900 აშშ დოლარი.

 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრისმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ 2015 წლის 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭიროს საერთაშორისო კრედიტორების მიერ შემოთავაზებულ ფინანსური რეფორმების პაკეტს.

 

დღეს იწურება საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის ვადა. ასევე საბერძნეთმა 30 ივნისს უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალი, 1,6 მილარდი ევრო. 

 

bbc -ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთი კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ქვეყანას დეფოლტი ემუქრება. გარდა ამისა, შესაძლოა, საბერძნეთს ევროზონა დაატოვებინონ.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი