2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ექსპორტმა სულ $884 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით ნაკლებია.
საქსტატის მონაცემებით, საექსპორტო ათეულში შემცირდა ავტომობილების, ფეროშენადნობების, ღვინის, აზოტოვანი სასუქების, მინერალური წყლების, უალკოჰოლო სასმელების და სპილენძის მადნების ექსპორტი.
საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის 25%-ით შემცირების მიუხედავად, სამი სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი გაიზარდა:
“60%-ით 2015 წელის იანვარ-ივნისში თხილისა და კაკლის ექსპორტი გაიზარდა. 41%-ით გაზრდილია საქართველოში დამზადებული სამედიცინო საშუალებების ექსპორტი, ასევე 45%-ით გაზრდილია ოქროს ექსპორტი”.
სტატისტიკის თანახმად, შემცირებს მიუხედავად, 2015 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 105 მლნ. აშშ დოლარი, და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 88 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე კვლავ ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 86 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 262 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 242 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 217 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).







