იანვარ-მაისის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 884 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3033 მლნ. აშშ დოლარს (9 პროცენტით ნაკლები).
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მაისში 2150 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.
2015 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (611 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (360 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (304 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში მეოთხე ადგილზეა რუსეთი (274 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ -უკრაინა (210 მლნ აშშ დოლარი). მეექვსე ადგილზეა გერმანია (204 მლნ აშშ დოლარი); შემდეგ სომხეთი (155 მლნ აშშ დოლარი); აშშ (147 მლნ აშშ დოლარი); ირლანდია (146 მლნ აშშ დოლარი); ბულგარეთი (129 მლნ აშშ დოლარი);