ეკონომიკა

მაისში ინფლაციამ 0,6% შეადგინა

3 ივნისი, 2015 •
მაისში ინფლაციამ 0,6% შეადგინა

2015 წლის მაისის ინფლაცია
2015 წლის მაისის ინფლაცია

საქსტატის მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

 

ტრანსპორტის ჯგუფში წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 3,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,34 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა
საწვავ-საპოხ მასალებზე (5,8 პროცენტი);

 

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მაისში აპრილთან შედარებით გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან
მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის,
აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (3,9 პროცენტი);

 

მაისში აპრილთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით, რამაც თვის
ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,18 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

 

ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-6,8 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-0,3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ზეთსა და ცხიმზე (2,2 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (2,0 პროცენტი).

 

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, 2015 წლის მაისში 2014 წლის მაისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 3,5 პროცენტი შეადგინა. 

წლიური ინფლაცია
წლიური ინფლაცია

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 3,9 პროცენტით,
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,19 პროცენტული პუნქტი
შეადგინა.

 

აღსანიშნავია ფასების მატება ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (27,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი
(9,1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5,9 პროცენტი),
თევზეული (4,5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა
რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,6 პროცენტი);

 

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,6 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან
მაჩვენებელზე 0,64 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის,აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (13,1 პროცენტი), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (4,9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3,7 პროცენტი);

 

ერთ წელიწადში ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 11,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან
მაჩვენებელზე 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13,4 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (10,4 პროცენტი);


ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 3,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება საწვავ-საპოხ მასალებზე (-9,9 პროცენტი).


 

მასალების გადაბეჭდვის წესი