ეკონომიკა

“გადასახადის გადამხდელთა კავშირმა” მოგების გადასახადის გაუქმების სქემა მოამზადა

3 ივნისი, 2015 •
“გადასახადის გადამხდელთა კავშირმა” მოგების გადასახადის გაუქმების სქემა მოამზადა

“გადასახადის გადამხდელთა კავშირი” გამოდის ინიციატივით, მოგების გადასახადი ეტაპობრივად შემცირდეს მის საბოლოო გაუქმებამდე, შემდეგი სქემის მიხედვით:

 

მოგების გადასახადი ამჟამად: 15%; I ეტაპი 10%; II ეტაპი 5%; III ეტაპი 0%;

 

დივიდენდის საშემოსავლო ამჟამად:  5%; I ეტაპი 10%; II ეტაპი 15%; III ეტაპი 20%; 

 

“გადასახადის გადამხდელთა კავშირი” მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების შედეგად გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა:


“კერძო სექტორს მიეცემა გაფართოებისა და კაპიტალიზაციის გაზრდის საშუალება, რაც თავის მხრივ, საგრძნობლად გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს სხვა გადასახადებიდან. ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს არა ესტონურ მოდელს, რომელიც მოგების გადასახადის აბსოლუტურ გაუქმებას გულისხმობს, არამედ მხოლოდ რეინვესტირებული მოგების დაბეგვრისგან გათავისუფლებას. ეს კი, თავის მხრივ, გაართულებს და გააძვირებს საგადასახადო ადმინისტრირებას, ვინაიდან სადავო საკითხებს დაემატება კიდევ ერთი, რეინვესტირების განსაზღვრის წესები. შედეგად, ეს ცვლილება შესაძლოა კონტრპორდუქტიულიც კი აღმოჩნდეს და გაზარდოს კორუფციის რისკები. ამიტომ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, აქცენტი მხოლოდ ესტონურ მოდელზე გაკეთდეს, რომელიც ყველაზე მარტივ და ეფექტურ გზას გვთავაზობს”.  


ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ მხარს უჭერს გადასახადების შემცირების ყველანაირ ფორმას, თუმცა რეფორმის პროცესში აუცილებელია ყველა ვარიანტის განხილვა და მათ შორის ოპტიმალური ვარიანტის არჩევა:


“საბოლოო ჯამში, საქართველომ უნდა გააგრძელოს დაბალი გადასახადებისა და დაბალი ბიუროკრატიის პოლიტიკა, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი