ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ბენეფიციარი.

 

კომპანია „ჯი-არ-სი“-მ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით დაიწყო დათბუნებული პანელების წარმოება, რაც მსოფლიოში მეტად გავრცელებულ ტექნოლოგიას წარმოადგენს და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით და ენერგოეფექტურობით.


ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო და ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები, თანამედროვე ტექნოლოგიები და აღჭურვილობები.


„Caucasus Build 2015“-ის ფარგლებში კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ მყიდველებს მთელი საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, მოახდინონ პროდუქციის პრეზენტაცია, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის რეალიზაციას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *