“ეს იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ყოველწლიური შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა თბილისს და საქართველოს ასეთი საოცარი მასპინძლობისთვის. იმედი მაქვს, ბევრ თქვენგანს კიდევ შევხვდებით მალე, – მომავალ წელს ლონდონში ჩვენს 25-ე იუბილეზე!” – განაცხადა 15 მაისს თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

რა გეგმები აქვს EBRD-ის 2015 წელს
2014 წელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკმა 600 მლნ ევროს წაგებით დაასრულა. ბანკის ხელმძღვანელის სერ სუმა ჩაკრაბარტის ინფორმაციით, 2015 წელს ბანკი პროექტების დაფინანსებას სიფრთხილით ეკიდება. ევრობანკის ხელმძღვანელის შეფასებით, ბანკის ფინანსურ წაგებაზე გასვლა რუსეთში რუბლის გაუფასურებამ და ამ ქვეყნის ეკონომკის (რეცესიამ) ვარდნამ განაპირობა. ამიტომ EBRD-ი რუსეთში ახალ პროექტებს აღარ დააფინანსებს.
2015 წელს EBRD-ი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის 2 მილიარდ ევროს დახარჯავს. ბანკი მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით ინვესტირებას გეგმავს ენერგეტიკის სფეროში. ბანკის ინტერესის სფეროა თურქეთი, ბალკანეთის ქვეყნები, სადაც ინვესტიციის დონეებს განავრცობს. საბერძნეთში ევრობანკი დაკრედიტებას 2015 წელსაც გააგრძელებს.
ევრობანკმა შესაძლოა დაკრედიტება ჩინეთშიც განახორციელოს. სერ სუმა ჩაკრაბარტის შეფასებით, ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება რეგიონში. მას აქვს პროექტები კავკასიის რეგიონში და საქართველოში:
“ჩვენ არ გვაქვს ხანგრძლივი პროექტები ამ ქვეყანასთან. ჩვენ ვუყურებთ, როგორ ვითარდება ეს ბაზარი. ჩვენმა ბორდმა უკვე დაამტკიცა ტაჯიკეთში ცემენტის მწარმოებელი ქარხნის პროექტი. თუმცა ყველაფერი უნდა გადაწყვიტონ აქციონერებმა.”
ევრობანკი ყაზახეთში მუნიციპალური განვითარების პროექტებს ახორციელებს. რეგიონებში ხდება გზების დაგება და საკანალიზაციო ქსელის გამართვა. “შენდება წრიული გზა ალმა-ატაში. დიდი ყურადღება მიიქცია ამ პროექტმა სათავო ორგანიზაციაში”.
ევრობანკმა უკრაინაში 2014 წელს 1 მილარდი ევრო დახარჯა. დაფინანსბა 2015 წელსაც გაგრძელდება:
“ვთანამშრომლობთ, რომ უკრაინაში მდგომარეობა გამოვასწოროთ ენერგეტიკის სფეროში. დეკემბერში ჩატარდა ვრობანკის და ევროპის საინვეტისიო ბანკის ერთობლივი შეხვედრა, რომელიც აქცენტირებული იყო გაზის სატრანსპორტო ქსელის რეაბილიტაციაზე უკრაინაში” – განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

ხელშეკრულებები, რომელიც EBRD-ის ბიზნესფორუმის ფარგლებში გაფორმდა
“საქართველოში ჩვენ უფრო ფართო, საფუძვლიანი პროგრამები გვაქვს. განსაკუთრებით ამ ბოლო წლბში იმიტომ, რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დავინახეთ. ჩვენ დაახლოებით 30-მდე პროექტი გვაქვს, რომელიც არის 5 მლნ ევროზე მეტი ღირებულების. ასევე დაგეგმილია ზრდა. ენერგეტიკა არის ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკა. საქართველოს უფალმა მისცა დიდი წყლის რესურსები, რასაც სჭირდება ადგილზე მოვლა, ასევე, მისი ექსპორტირება. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. საჭიროა საბანკო სექტორის ჩართვა. ჩვენ გვყავს ჩვენი აქციონერი ბანკები საქართველოდან. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორს და ამ სეგმენტისთვის სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ქვეყნის რეგიონებში ხელს შეუწყობს განვითარებას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ქვემო ქართლის პროექტზე და განიხილება ნავთობსადენის პროექტი. ჩვენ გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში ფართო მიდგომა” -განაცხადა ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
14-15 მაისს თბილისში გამართულ ევრობანკის 24-ე შეხვედრის და ბიზნესკონფერენციის ფარგლებში ორი ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანია “ავერსმა” ევრობანკისგან 10,9 მლნ ევროს სესხი მიიღო.
ევრობანკმა ასევე 30 მლნ ევროთი დააფინანსა საქართველოსი ქარის ენერგიის სადგურის მშენებლობა. ხელშეკრულება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმდა.
საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ევრობანკის 24-ე შეხვედრის და ბიზნესკონფერენციის შედეგებს საქართველო 6 თვის შემდეგ მიიღებს და ქვეყანაში ახალი ინვესტიციები შემოვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, საინტერესო და დაძაბული დღეები იყო: “შეხვედრებს მოჰყვა ინვესტიციები. კომპანია “ავერსთან” გაფორმდა ხელშეკრულება ჰოსპიტალის მშენებლობაზე. რაც შეეხება ორმხრივ შეხვედრებს, გამოვყოფდი შეხვედრას იაპონიის, უკრაინის ფინანსთა მინისტრებთან. ასევე, ლატვიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ბანკებთან, სარეიტინგო კომპანიებთან. იმედი მაქვს, რომ ეს ღონიძიება გაზრდის ინტერესს საქართველოს მიმართ.”








