“EBRD-ის საკითხი, აქ არის ახალი პროექტები რუსეთში, რომელიც დაკავშირებულია ღია დსკუსიებთან იმ გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, რომელიც ახლა არის შექმნილი. რაც შეეხება ჩვენს პორტფელს რუსეთში არსებული პროექტების მიმართ, ჩვენ ძალიან აქტიური პორტფელი გვაქვს ამ ქვეყანაში. ჩვენ მზად ვიქნებით ინვესტირებისთვის, თუკი სიტუაცია შეიცვლება, ასევე ამას გადაწყვეტენ აქციონერები” – განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
EBRD-ის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რატომ შეწყდა დაკრედიტება რუსეთში:
“დაკრედიტება რომ შეწყდა რუსეთში, ამ საკითხზე მინდა ფაქტები დავალაგო. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩენ არ შეგვიწყვეტია საქმინობა რუსეთში. ჩვენ მივიღეთ გზამკვლევი ყველა ჩვენი აქციონერისგან, სადაც ნათქვამი იყო, რომ ახალი პროექტების განხილვა არ უნდა მოხდეს. ეს იყო გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ მმართველ რგოლში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ აქციონერთა გადაწყვეტილებას. ჩვენი წინა პროექტები ხორციელდება და ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლებთ ჩვენს კლიენტებთან რუსეთში, თუმცა ახალი პროეტების დაფინანსება არ იგეგმება. მცდარია ინფორმაცია, რომ კონტაქტი არ გვაქვს. რუსეთის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან გვაქვს ურთიერთობა. კომუნიკაცია არსებობს და ამ რეჟიმში ვმუშაობთ. გეოპოლიტიკური სიტუაცია რომ შეიცვლება, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. დავბრუნდებით რუსეთში ახალი პროექტებით თუ არა, ამაზე იქნება დამოკიდებული. ამ დროისათვის არ ველით, რომ ახალ პროექტებს დავიწყებთ რუსეთში.”
EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებით, ევრობანკს აქვს 5-წლიანი პროგრამა, რომელიც უკვე შეთანხმებულია აქციონერებთან:
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ღირებული სტრატეგია და მე მჯერა, ეს სტრატეგია განხორციელდება. და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ჩემი ორგანიზაცია შეძლებს მის წარმატებით ინპლემენტაციას. მე, როგორც პრეზიდენტს, შემიძლია ამის შესახებ დამაჯერებლად განვაცხადო.”








