“ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, თუმცა ყველა ინვესტორი თანხმდება ერთ რამეზე, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა რეგიონში” – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ეკონომკის მინისტრმა EBRD-ის 24-ე შეხვედრის და ბიზნესფორუმის საინვესტიციო პანელის შედეგებიც შეაფასა:
“ეს პანელი ეძღვნებოდა მასპინძელი ქვეყნის პრეზენტაციას. წარმომადგენლები ესწრებოდნენ როგორც ბიზნესის მხრიდან, ასევე, ევრობანკის ადგილობრივი დირექტორი და მთავრობის წევრები. საინტერესო განხილვა შედგა. მთავარი დასკვნა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ამ განხილვიდან, არის ის, რომ ყველა თანხმდება ერთი საკითხის გარშემო- საქართველო, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც ჩვენ გვაქვს რეგიონში, მაინც რჩება ყველაზე საინტერესო მიმართულებად. გამომდინარე ძალიან ბევრი ფაქტორიდან და იმ რეფორმებიდან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან, ძალიან დიდი დაინტერესებიდან როგორც ევროპის მხრიდან, ასევე შორეული აღმოსავლეთის მხრიდან. საქართველო მომავალი ათწლეულის განმავლობაში დარჩება ქვეყნად, რომელსაც ექნება ძალიან მკაფიოდ გამოხატული ეკონომიკური პერსპექტივა”- განაცხადა კვირიკაშვილმა.
14-მაისს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი რუსთაველის თეატრში პრემიერ-მინისტრმა გახსნა. სტუმრებს მიესალმა ევრობანკის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი.
ამ ღონიძიების ორგანიზებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფომ 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვივნენ.








