“გასული წლის ბოლოს ყველა საერთაშორიოს ორგანიზაცია, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა, ფიქრობდა, რომ ეკონომიკური ზრდა იქნებოდა უფრო მაღალი, ორჯერ მაღალი მაინც, ვიდრე ის პროგნოზებია, რაც კეთდება დღეს. მაგრამ შემდგომ- მიმდინარე მოვლენებმა და ეს არ უკავშირდება მხოლოდ რუსეთს, თუმცა ძალიან დიდწილად გამოწვეულია ამ პროცესებითაც, მათ შორის ნავთობის ფასების კლების გამო- ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება და გადახედა პროგნოზებს მთელი მსოფლიოს მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩვენ გვექნება 2%-იანი ეკონომიკურო ზრდა, ის ყველაზე მაღალია მეზობლებში. EBRD-ის პროგნოზი 2.3%-ია და ისიც მეზობელ ქვეყნებში ყველაზე მაღალია. მაგრამ არ გვაძლევს ეს დამშვიდების შესაძლებლობას, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ პროგნოზი იყოს პროგნოზი, მაგრამ ჩვენ გვქონდეს უფრო მაღალი ზრდა”- ეს კომენტარი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დღეს საქართველოს პარლამენტში EBRD-ის კონფერენციის ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ გააკეთა.
2016 წლის პროგნოზს რაც შეეხება, ხადურის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ძალიან ცვალებად გარემოზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ:
“ნავთობზე მინდა დავაკონკრეტო, რომ ერთი მხრივ, ნავთობის გაიაფებას უნდა გამოეწვია იაფი ნავთობი და ეკონომიკის აღმავლობა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საექსპორტო ბაზრების დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნავთობის იმპორტიორები არიან, მაგალითად, აზერბაიჯანი, რუსეთი, ამ ქვეყნებში შემცირებულმა შემოსავლებმა გამოიწვია ამ ქვეყნებში შემცირებული ექსპორტი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ის ეფექტი ნავთობის გაიაფებით ვერ მივიღეთ, რაც შეიძლება მიგვეღო. რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, სავალუტო ფონდს ცოტა სხვა პროგნოზი აქვს. ჩვენ ვმუშაობთ ამ პროგნოზებზე, მაგრამ იმისათვის, რომ გავაკეთოთ პროგნოზი, მეტი ფაქტოვრივი მასალა გვჭირდება.”
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკა 2,3%-მდე, ხოლო 2016 წელს 2,6%-მდე შემცირდება.








