ეს განცხადება ევრობანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ დღეს თბილისში, რუსთაველის თეატრში EBRD-ის კონფერენციის და ბინესფორუმის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა: 

“საქართველოს საბაზრო ეკონომიკა 15 წელიწადია ვითარდება. მას აქვს  ძალიან კარგი გრძელვადიანი ხედვა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რასაც უკვე მიაღწია. საქართველოს წარმატება ევრობანკის წარმატება გახლავთ. ეს არის ხანგრძლივი პარტნიორობა და ინვესტიციები. EBRD-მა მოახდინა 2,6 მილიარდი ევროს ინვესტირება საქართველოში და გარდა ამისა ბევრი სხვა ინვესტიციაც შემოციდა ქვეყანაში”

სერ სუმა ჩაკრაბარტის განცახდებით,  EBRD-ი ბევრ კარგს აკეთებს: “მაგრამ აქ მინდა სამ ასპექტს გავუსვა ხაზი: ბანკი ჩვენ გვაძლევს შედეგებს, ბანკი არის დაკავშირებული ინოვაციებთან და ბანკი უყურებს პრობლემებს და გამოწვევებს.  ჩვენ უნდა ჩაოვაყალიბოთ სტრატეგია, სადაც გათვალისწინებული იყო გლობალური და ფინანსური კრიზისი. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა რეაგირება მოგვეხდინა რთულ პერიოდზე. ჩვენ გავაგრძელეთ ინვესტიციები”.  

ევრობანკის  პრეზიდენტის ინფორმაციით, ბანკმა 2011-2014 წლებში შეძლო 34 მილაირდი ევროს ინვესტირება მოეხდინა რეგიონში: 

“გრძელდება მხარდაჭერა კერძო სექტორისთვის. ბანკს სერიოზული შდეგები აქვს მიღწეული. ეს არის ბანკი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ინოვაციების ხელშემწყობია. მისი პოლიტიკა ადგილობრივი ვალუტის და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეა გათვლილი. ჩვენ მივიღეთ გაკვეთილები ფინანსური კრიზისისგან და უკვე გამოვუშვით ბაზარზე ბონდები ქართულ ლარში”.

ევრობანკის  პრეზიდენტის ინფორმაციით, ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს ალბანეთში და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ატარებს რიგ ღონისძიებებს.

ევრობანკმა 2014 წელს მოახდინა 8,9 მილიარდი ევროს ფარგლებში ინვესტირება. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2013 წელს.

“სწრაფი რეაგირება მოვახდინეთ უკრაინაში შექმნილ სიტუაციზე. გავზარდეთ ინვესტიციები, რამაც 1 მილიარდი ევრო შედგინა. ხელს ვუწყობდით გაზის ტრანსპორტიებას, სოფლის მეურნეობას. ჩავერთეთ ჩერნობილის უსაფრთხო კონსერვაციის პროექტში. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ჩვენმა ინვესტიციამ შეადგინა 1,7 მილარდი ევრო. 2014 წელი აღინიშნა ისეთი პოექტებით, როგორიც არის ინვესტიციები ეგვიპტის ენერგეტიკაში, რკინიგზის განვითარებაში. აგრეთვე შესაბამისი შეთანხმება იორდანიში და სასმელი წყლის მოწოდება მაროკოს სასოფლო- სამეურნეო ტერიტორიაზე. კვიპროსში და საბერძნეთში ხდება ისეთი ინვესტიციები, რაც ხელს უწყობს საფინანსო სექტორის გამოცოცხლებას. ” 

ევრობანკის საერთო შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 900 მლნ ევრო. აქედან წმინდა მოგებამ მინუს 600 მლნ ევრო შედგინა:

“ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ხდება ბანკის საინვესტიციო აქტივების გაუფასურება. აგრეთვე შესუსტდა რუსული რუბლი და გაიზარდა საერთაშორისო ასიგნებების დონე. თუმცა სამივე საკრედიტო სააგენტომ ბანკს მიანიჭა სამი A  რეიტინგი. ჩვენ ვასრულებთ ფინანსური სტაბილურობის როლს. ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი მუშაობს ეკონომიკების განვითარებაზე. ბანკი შეძლებს გამოწვევების დაძლევას, რომელიც რეგიონშია” – განაცხადა ევრობანკის პრეზიდენტმა.   

14 მაისს კონფერენციის ფარგლებში მოისმენენ ბანკის ფინანსურ ანგარიშს. ასევე განიხილება ბანკის წლიური, 2015 წლის ბიუჯეტი და წმინდა მოგების გადანაწილება აქციონერთა სპეცილურ ფონდში. ასევე, როგორ მოხდება საწესდებო კაპიტალის სარეზერვო ნაწილის გამოსყიდვა. 

 

EBRD-ის კონფერენცია და ბიზნესფორუმი
EBRD-ის კონფერენცია და ბიზნესფორუმი

14-მაისს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი რუსთაველის თეატრში პრემიერ-მინისტრმა გახსნა. სტუმრებს მიესალმა ევრობანკის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი. 

ამ ღონიძიების ორგანიზებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფომ 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 

ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვივნენ.

EBRD-ის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტთან ფოლკლორული ჯგუფები პერფორმანსით დახვდნენ. 

კონფერეციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესია, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი დაესწრებიან. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *