EBRD ეკონომიკურ პრობლემებს უკრაინაშიც პროგნოზირებს:
“ეკონომიკური პრობლემები ექნება უკრაინას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო. მოსალოდნელია გრივნის დევალვაცია, მთავრობის მიერ მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, ტარიფების ზრდა ენერგომომარაგებაზე და საკრედიტო ბაზრის დავიწროება.”
ევრობანკის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა 2015 წელს 7,5%-ით შემცირდება. 2016 წელს, თუ სავალუტო ფონდი პროგრამას დათქმული ვადების დაცვით გააგრძელებს, უკრაინის ეკონომიკა 3%-მდე გაიზრდება.
ასევე, EBRD-ის პროგნოზით, ფინანსური სირთულეები ექნება ბელორუსს, სადაც ეკონომიკური ზრდა 2,5-მდე შემცირდება. 2016 წელს დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები კი ეკონომიკის სტაგნაციას გამოიწვევს.
ევრობანკის შეფასებით, ამ ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა რუსეთის ეკონომიკის რეცესიამ (ეკონომიკის ვარდნამ) გამოიწვია. ამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონიმიკის ვარდნამ შეამცირა ემიგრანტების მიერ ფულადი გადარიცხვები.
ევრობანკი ვარაუდობს, რომ 2015 წელს რუსეთში 4,5-ით შემცირდება ეკონომიკა, 2016 წელს კი – 2%-ით. ამას მოჰყვება ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი და სტაგნაცია. ნავთობზე ფასის შემცირებამ და ფინანსურმა სანქციებმა დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა.
ევრობანკის პროგნოზით, თურქეთის ეკონომიკა 2015-2016 წელს მხოლოდ 3%-ით გაიზრდება.
ევრობანკის პროგნოზით ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის განვითარებადი ქვეყნების გარდამავალ ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას რუსეთში მიმდინარე რეცესია.
35 ქვეყნის მონაცემებით, რომლებიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა თავის ანგარიშში ასახა, რეგიონალური ეკონომიკის ჭრილში ეს ქვეყნები 2015 წელს განიცდიან სტაგნაციას, ხოლო 2016 წელს მათი ეკონომიკა ნელი ტემპით 1,6% -ით გაიზრდება.
ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, სლოვენიასა და სლოვაკეთში, უნგრეთში ეკონომიკური მაჩვენებლების გადახედვა ხდება ზრდის მიმართულებით. EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ევროზონაში მოხდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემსუბუქება ნავთობის გაიაფების ფონზე.
ამ რეგიონში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ დროისათვის 2,9%-ია, როცა წლის დასაწყისში პროგნოზი 2,6%-ს შეადგენდა. 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი 3% იქნება. განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებული იქნება, – მიაჩნიათ ანგარიშის ავტორებს.
EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ევრობანკის შერბილებული პოლიტიკა დადებითად აისახება ეკონომიკაზე. ევრო მყარდება და უფრო ნაკლები თანხა იხარჯება ნავთობპროდუქტების იმპორტზე. თუმცა, ამავდროულად, შეიძლება ევროზონის ქვეყნების ეკონომიკაზე უარყოფითად აისახოს არაპროგნოზირებადი პროცესები საბერძნეთთან დაკავშირებით.
სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებიც საკმაოდ დამაჯერებლად გრძნობენ თავს. ნავთობზე არსებული დაბალი ფასი ამყარებს ეგვიპტის ეკონომიკას, რომელიც რეგიონში მთავარი მოთამაშეა.
EBRD-ის ანგარიშის მიხედვით,. ევროზონის შერბილებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ხოლო აშშ-ი გამკაცრებული მონეტარული შეზღუდვები მოახდენს გავლენას იმ ქვეყნებზე, სადაც ხდება საბაზრო ეკონომიკის ფორმირება. ამავდროულად რუსეთის ღრმა რეცესია უფრო ძლიერია, ვიდრე მოლოდინი არსებობდა. რუსეთის რეცესია ეხება ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთთან აქვთ მჭიდრო საყოფაცხოვრებო კავშირი.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (პროცენტებში, EBRD-ის პროგნოზი 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით):
|
2015 |
2016 |
|
|
ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნები |
||
|
ხორვატია |
0.5 |
0.5 |
|
ესტონეთი |
2.1 |
3.0 |
|
უნგრეთი |
2.6 |
2.3 |
|
ლატვია |
2.3 |
3.1 |
|
ლიტვა |
2.7 |
3.2 |
|
პოლონეთი |
3.4 |
3.4 |
|
სლოვაკეთი |
2.8 |
3.3 |
|
სლოვენია |
2.0 |
2.3 |
|
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა |
||
|
ალბანეთი |
2.5 |
3.0 |
|
ბოსნია-ჰერცეგოვინა |
2.5 |
3.0 |
|
ბულგარეთი |
1.0 |
1.5 |
|
კვიპროსი |
0.5 |
1.5 |
|
მაკედონია |
3.5 |
3.7 |
|
საბერძნეთი |
0.0 |
2.0 |
|
კოსოვო |
2.5 |
3.5 |
|
მონტენეგრო |
3.0 |
3.7 |
|
რუმინეთი |
3.0 |
3.2 |
|
სერბეთი |
0.3 |
1.8 |
|
აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია |
||
|
სომხეთი |
-1.5 |
1.0 |
|
აზერბაიჯანი |
1.5 |
1.5 |
|
ბელარუსი |
-2.5 |
0.0 |
|
საქართველო |
2.3 |
2.6 |
|
მოლდოვა |
-2.0 |
1.5 |
|
უკრაინა |
-7.5 |
3.0 |
|
თურქეთი |
3.0 |
3.0 |
|
რუსეთი |
-4.5 |
-1.8 |
|
ცენტრალური აზია |
||
|
ყაზახეთი |
1.5 |
2.0 |
|
ყირგიზეთი |
3.0 |
3.1 |
|
მონღოლეთი |
4.0 |
3.0 |
|
ტაჯიკეთი |
3.8 |
3.8 |
|
თურქენეთი |
9.5 |
10 |
|
უზბეკეთი |
7.0 |
7.2 |
|
სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნები |
||
|
ეგვიპტე |
4.0 |
4.2 |
|
იორდანია |
3.6 |
3.9 |
|
მაროკო |
4.6 |
5.0 |
|
ტუნისი |
2.8 |
3.6 |
