“იურიდიულად ახლა დაიწყო ეს პროცედურა. შევიტანე განცხადება მერთან გადაგომის თხოვნით. იმედია, ოთხშაბათს მთავრობა დააკმაყოფილებს, ქალაქის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ ჩემს გადადგომას. გადავდექი არ ნიშნავს, რომ მე დავტოვე დავით ნარმანიას გუნდი. ვრჩები ამ გუნდის ერთგულად და ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის მასთან თანამშრომლობა”- აცხადებს თემურ ხომერიკი.
6 მაისს თემურ ხომერიკი მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდა:
“ეს არის მორიგი დეზინფორმაცია. ეს მედიასაშუალება ეკუთვნის ბატონ არმაზ თავაძეს. სამწუხაროდ, ის ჩემი მეგობარია. მე რომ ვიყავი სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში, არმაზი ხელმძღვანელობდა ანტიმონოპოლიურ სამსახურს. მაგრამ ჩემგან განსხვავაებით, მან შეძლო დაეფუძნებინა თავისი მედიასაშუალება. მე ამდენი ვერ მოვაგროვე ჩემი ხელფასით. მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ “არდის” მიმართ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს. მივმართეთ ზედამხედველობას, რომ გაუუქმონ ლიცენზია, გაყიდონ მისი ქონება და ოფიციალურად გადმოგვცენ. თუ არ აქვს საშუალება ამ კომპანიას, ჩვენ გაგვისტუმროს ჩვენი ვალი. ამჟამად საუბარია 9,5 მლნ ლარზე” – განუცხადა მედიას თემურ ხომერიკმა.
