“ეს არის მორიგი დეზინფორმაცია. ეს მედიასაშუალება ეკუთვნის ბატონ არმაზ თავაძეს. სამწუხაროდ, ის ჩემი მეგობარია. მე რომ ვიყავი სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში, არმაზი ხელმძღვანელობდა ანტიმონოპოლიურ სამსახურს. მაგრამ ჩემგან განსხვავაებით, მან შეძლო დაეფუძნებინა თავისი მედიასაშუალება. მე ამდენი ვერ მოვაგროვე ჩემი ხელფასით. მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ “არდის” მიმართ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს. მივმართეთ ზედამხედველობას, რომ გაუუქმონ ლიცენზია, გაყიდონ მისი ქონება და ოფიციალურად გადმოგვცენ. თუ არ აქვს საშუალება ამ კომპანიას, ჩვენ გაგვისტუმროს ჩვენი ვალი. ამჟამად საუბარია 9,5 მლნ ლარზე” – განუცხადა მედიას თემურ ხომერიკმა.     

 

კომპანია “არდი” თემურ ხომერიკს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს:

 

“ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები შესყიდვების სფეროში გამოვლენილი  არაპროფესიონალიზმის გამართლებას კერძო კომპანიებზე გადაბრალებით ცდილობენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა, რასაც უკვე სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალი პირები და არასამთავრობო სექტორიც ღიად აფიქსირებს” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კომპანია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.  


სადაზღვევო კომპანია  ,,არდის“ 32 მილიონ ლარზე მეტი ზარალი აქვს ანაზღაურებული, თუმცა ჩვენი კომპანია არ ერიდება სახელმწიფო სტრუქტურებთან ღია პოლემიკაში და სამართლებრივ დავაში შესვლას, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო მოხელის მხრიდან არასამართლიან და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. აღნიშნულ თემებზე ,,არდი“ ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც ბიზნესომბუდსმენთან, ასევე, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ საბჭოსთან. მათი თანადგომით ,,არდიმ“ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გამოვლენილი არაკეთილსინდისიერი მიდგომის გამო არაერთი საკუთარი კლიენტი – ბიზნესკომპანია გადაარჩინა გაკოტრებას. 

  

“ანალოგიური პრობლემაა თბილისის განვითარების ფონდის შემთხვევაშიც, სადაც ფონდმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თითქოსდა ქალაქის განვითარების კონცეფციის შეცვლის მიზეზით, სამ კომპანიას გაუუქმა ყველა კონტრაქტი. რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ ფონდმა ერთ-ერთ კომპანიასთან თავისი დაშვებული შეცდომა აღიარა და გაუგრძელა კონტრაქტი, მეორე კომპანიის საქმე სასამართლოში იხილება, ხოლო მესამე კომპანიასთან დაკავშირებით, სადაც ზარალი სადავო არ იყო, ,,არდიმ“ ფონდს მილიონი ლარი უკვე აუნაზღაურა.  თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადება შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობას, რადგან სამივე კომპანიაზე მათ მიერ მოთხოვნილ საბუთებში ფიქსირდება არა 9,5 მილიონი ლარი, როგორც ამას ხომერიკი ტირაჟირებს, არამედ 4 მილიონ 900 ათასი ლარი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, რას  ემსახურებოდა ხომერიკის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება ,,არდის“ შესახებ და რა კავშირშია მის შესაძლო გადაყენებასთან სადაზღვევო კომპანია” – აცხადებენ კომპანაიში. 

 

საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,არდი“ გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს როგორც ზედამხედველობის სამსახურთან, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ სახელმწიფო სტრუქტურასთან. 

 

არდი მომავალშიც შეინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას მსგავს სიტუაციებში, რომ სახელმწიფო მოხელეებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ თავიანთი ფუნქციების განხორციელების პროცესში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *