ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 978 749 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. (ღირებულება 23 411 218 აშშ დოლარი.)
სტატისტიკა აჩვენებს, რომ აპრილის თვე ექსპორტის თვალსაზრისით უფრო აქტიური იყო, ვიდრე იანვარი, თებერვალი და მარტი.
იანვრთან შედარებით, აპრილში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. იანვარში ექსპორტი შეადგენდა 1 343 018, თებერვალში – 1 558 631, მარტში – 2 198 535, ხოლო აპრილში – 2 878 565 ბოთლს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ასევე ექსპორტის კუთხით მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი – 87%, ბელორუსი – 27%, იაპონია – 9%, კანადა – 250%, დიდი ბრიტანეთი – 79%, ესტონეთი – 16%, პოლონეთი – 7%, გერმანია – 6%, აშშ – 6% და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 3 229 338 ბოთლი, ყაზახეთი – 1 529 688, უკრაინა – 873 516, პოლონეთი – 519 576, ჩინეთი – 494 478.
2015 წლის პირველი 4 თვის ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითად: 2012 წ. – 5 099 44 ბოთლი და 2013 წ. – 6 759 544 ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული.
ღვინის ეროვნულ საგენტოში აცხადებენ, რომ კლება 2014 წელთან შედარებით (18 965 119) განპირობებულია გასულ წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური მაჩვენებლით.
ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 495 500 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 4 468 997 აშშ დოლარია.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (882 032) და უკრაინა (400 560).
