ეკონომიკა

კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონოპოლიას ეძებს

29 აპრილი, 2015 • • 1000
კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონოპოლიას ეძებს

როგორც კონკურენციის სააგენტოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ნავთობპროდუქტების ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) მოკვლევა სააგენტომ საკუთარი ინიციატივით 2014 წლის 12 ნოემბერს დაიწყო.

 

უწყების მიერ გამოთხოვილ იქნა და დამუშავდა 2008-2014 წლების ინფორმაცია ნავთობპროდუქტების სფეროში მოქმედი 300-ზე მეტი ეკონომიკური აგენტისგან, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა სტრუქტურებისგან;

 

მოკვლევის ფარგლებში, კონკურენცის სააგენტომ, ასევე, ინფორმაცია გამოითხოვა სსიპ – შემოსავლების სამსახურისგან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და სხვა უწყებებიდან;

 

იმავდროულად, სააგენტო ახორციელებს ეკონომიკური აგენტებისგან ახსნა-განამრტებების მიღებასა და ოქმების შედგენას;

 

“მიმდინარეობს ინფორმაციის საბოლოო შეჯერებისა და ანალიზის პროცედურები”, აღნიშნულია ანგარიშში.

 

კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევაზე 2014 წლის 18 დეკემბრიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მუშაობს. პრემიერის მიერ სააგენტოსთვის ანგარიშის წარსადგენად დათქმული 10 დღიანი ვადა 2014 წლის დეკემბერში ამოიწურა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი