ეკონომიკა

თამაზ მეჭიაური:მთავრობის ეკონომიკური გუნდი პარლამენტში უნდა მოვიდეს

27 აპრილი, 2015 • • 1113
თამაზ მეჭიაური:მთავრობის ეკონომიკური გუნდი პარლამენტში უნდა მოვიდეს

“უნდა მოვიდნენ მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი შეკითხვა. თუნდაც იმიტომ, რომ სიტუაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, არ იძლევა იმის წინაპირობას, რომ უნდა უარესდებოდეს ლარის კურსი. უნდა გავერკვეთ, ეს უბრალოთ მათ შორის, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის არასაკმარისი კორდინაციის ბრალია თუ უფრო სხვა საკითხები? “- ეს კომენტარი თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია რუსთავი2-თან გააკეთა.

 

ეროვნული ბანკის მიერ 24 აპროლს,  17:00 საათზე დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლართან ეროვნული ლარი 2.2844 ნიშნულზეა. 

 

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.0255 თეთრით გაუფასურდა. 

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ხუთჯერ განახორციელა და, ჯამში, 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი