“მიკვირს, როცა ამბობენ, რომ მთავრობა დაეთანხმა სავალუტო ფონდის რჩევას და რეკომენდაციას. ჩვენ ორნახევარი თვით ადრე განვაცხადეთ, რომ ჩამოსაწევი იქნება ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებლები. მგონი, პირიქით მოხდა. პირველდ მთავრობამ თქვა და შემდეგ მოხდა კონსულტაციები სავალუტო ფონდთან. ნავთობის ფასების ვარდნისგან და მიდინარე კონფლიქტებისგან რეგიონში დაზარალდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი. ბუნებრივია, რომ ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე” -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობას 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილება არ შეუტანია. სახელმწიფო ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლევ 5 %-ია.
საერთშრისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, შესაძლოა 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2%-ით ვერ გაიზარდოს. ფონდი მთავრობას ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდის და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების რეკომენდაციას აძლევს.
“საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერი გარე შოკების რამდენიმე ფაქტორის კომბინაციამ იქონია გავლენა. მათ შორისაა რუსეთ-უკრაინის კრიზისი, რუსეთში რეცესიის გაღრმავება და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია. ამ შოკების გამო საქართველოს ექსპორტი 30 პროცენტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით, ხოლო უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები – 25 პროცენტით. ამის შედეგად ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. იანვარში გამოშვება მხოლოდ 0.5 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2 პროცენტს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტადაა შენელებული და მათი ვალუტების გაუფასურება აზიანებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას”, – განაცხადა მარკ გრიფითსმა თბილისში 2015 წლის 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
