ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: rs.ge-ზე დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარირება 13:00 სთ-ზე განახლდება

2 აპრილი, 2015 •
შემოსავლების სამსახური: rs.ge-ზე დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარირება 13:00 სთ-ზე განახლდება

ორი დღის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურში დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარირება 143 142-მა პირმა მოახდინა. დღეს საიტზე დეკლარაცია 2 603-მა პირმა შეავსო. 


დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილიდან დაიწყო. თუ 2014 წელს ხელფასის სახით მიღებული გაქვთ შემოსავალი 1800-დან 6000 ლარის ჩათვლით, მოცემულ შემთხვევაში, უფლება გაქვთ დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ თქვენი შემოსავალი 1800 ლარამდე იყო, მაშინ დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელადაც, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.




მასალების გადაბეჭდვის წესი