“აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კრიზისის და ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო. 2014 წელს ავიაკომპანია Wizzair-მა ამ მიზეზით უკრაინიდან უკვე ორი საჰაერო ხომალდი გაიყვანა”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გაუქმებული ავიაკომპანიის Wizzair Ukraine-ის სანაცვლოდ, კიევის ჟულიანის აეროპორტიდან ავიარეისებს განახორციელებს Wizzair Hungary, რომელიც დღეს არსებული 16 მიმართულების ნაცვლად, მხოლოდ 8 მიმართულებით იფრენს.
გაუქმებულ რეისებს შორის არის კიევი-ქუთაისის მიმართულებაც, რომლის ოპერირებაც 2015 წლის 20 აპრილიდან შეწყდება.
მგზავრებს, რომლებსაც შეძენილი აქვთ ბილეთები 2015 წლის 20 აპრილის შემდეგ, ავიაკომპანია სრულად აუნაზღაურებას ბილეთის საფასურს. ამისათვის მგზავრები უნდა დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ცხელ ხაზზს:
+380442064888 სასაუბრო ენა: უკრაინული, რუსული;
+48224324867 სასაუბრო ენა: ჩეხური, პოლონური;
+3616777139 სასაუბრო ენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, უნგრული, იტალიური, ესპანური, რუმინული;
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებში აცხადებენ, რომ უწყება და ავიაკომპანია Wizz Air აქტიურად მუშაობენ, რომ გამონახონ გზები, რათა აღადგინონ და შეინარჩუნონ გაუქმებული ავიარესები.