საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 3,8 პროცენტით.
2014 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია: ვაჭრობის (17,4 პროცენტი) და მრეწველობის (17,1 პროცენტი) სექტორებს.
შემდეგ პოზიციებს იკავებენ ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (7,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომსახურების გაწევა (6,0 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (13,5 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (10,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (8,5 პროცენტი), კავშირგაბმულობა (7,1 პროცენტი), ტრანსპორტი (6,4 პროცენტი), ვაჭრობა (6,1 პროცენტი). კლება აღინიშნა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილების სექტორში (2,8 პროცენტი).