ეკონომიკა

სავალუტო ფონდი: შევაფასებთ იმ შოკს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აზარალებს

23 თებერვალი, 2015 •
სავალუტო ფონდი: შევაფასებთ იმ შოკს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აზარალებს

ეროვნულ ბანკში შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა პირველი კომენტარი გააკეთა: 

 

“დღეს ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან. შევაფასებთ ეკონომიკურ გარემოს და იმ შოკს, რომელიც ეკონომიკას აზარალებს. სწორი დიაგნოსტიკა უნდა მოვახდინოთ ციფრებთან დაკავშირებით. უნდა განვიხილოთ, რა პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ეკონომიკურ გამოწვევებს. “

 

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია 23 თბერვალს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება. ვიზიტის დასრულების შემდეგ სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციების პაკეტს გადასცემს. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი