მსოფლიოს უმსხვილესი სატელიტური კომპანია SES და სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომი“ აღნიშნავენ, რომ საქართველოში პირველად მოხდება ASTRA ULTRA HD ანუ 4K არხის მაუწყებლობის დემონსტრირება.    


„მაგთისატის“ ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას მთელი საქართველოს მასშტაბით, სწორედ, მისი მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში. გეოგრაფიულად რთული რელიეფის დაფარვის ყველაზე ეფექტური საშუალება კი ASTRA თანამგზავრია, რომელიც აღმოსავლეთის 31,5 გრადუსზეა განთავსებული.  უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის ივნისში საქართველო გეგმავს ციფრულ სახმელეთო მაუწყებლობაზე გადასვლას. ეს პროცესი გარკვეულ სირთულესთანაა დაკავშირებული, თუმცა მაგთისატის მომხმარებლები მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგებიან, რადგანაც მაგთისატის თეფშები თანამგზავრიდან პირდაპირ მიიღებს ციფრულ სიგნალს” -აცხადებენ კომპანიაში. 

 

2014 წლის ბოლოსათვის კომპანია SES-მა ქართული ბაზრისა და ტექნოლოგიური ტენდენციების უკეთ გასაცნობად პირველად ჩაატარა კვლევა საქართველოში. ჩატარებული კვლევით საქართველოში თანამგზავრული ტელემაუწყებლობის სერიოზული საჭიროება დადასტურდა. სოფლად სატელევიზიო სიგნალის მისაღებად კერძო თანამგზავრული თეფში ყველაზე გავრცელებული გზაა  და მისი წილი 79%-ს შეადგენს. ASTRA-ს ყველაზე მაღალი წილი (35.1%) გააჩნია თანამგზავრების განაწილებაში ქალაქად და სოფლად. კერძოდ, ქალაქებში გამოკითხულთა 35.5% და სოფლად გამოკითხულთა 29.7% იყენებს ASTRA-ს სერვისს თანამგზავრული სიგნალის მისაღებად.

მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ლობჟანიძე აცხადებს, რომ 2014 წელი წარმატებული წელი აღმოჩნდა მაგთისატის თანამგზავრული ტელევიზიის პაკეტების შემუშავების თვალსაზრისით, რომლებშიც შევიდა უნიკალური სატელევიზიო არხები:

“გვახარებს აბონენტთა რიცხვის ზრდა და ქართველი მომხმარებლისათვის მოწინავე თანამგზავრული სატელევიზიო მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა. ჩვენ გაისად ველით თანამგზავრული ტექნოლოგიების ბევრად უფრო ფართო გამოყენებას საქართველოში,  რადგან ქვეყანა დიგიტალიზაციის გზას ადგას. თანამედროვე თანამგზავრული ტექნოლოგიები, მომხმარებლის გამორჩეული მომსახურება და პაკეტებზე დაწესებული მისაღები ტარიფები გაზრდის მაგთისატის მომხმარებელთა რიცხვს“.

 

კომპანია SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ჰაკან სიოდინი, აცხადებს, რომ 2015 წელი  საქართველოს სატელემაუწყებლო ინდუსტრიაში გამოწვევების წელიწადია:

 

“ამრიგად, ჩემთვის დიდი პატივი იქნება, განვაგრძოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორთან, მაგთიკომთან ერთად. ჩვენთვის ასევე სასიხარულოა, რომ ვართ პირველები, ვინც საქართველოში თანამგზავრით გადმოცემულ ULTRA HD მაუწყებლობას წარმოადგენს.“

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *