ეკონომიკა

ლუდის მწარმოებლების პროტესტი გაძვირებულ აქციზს

3 თებერვალი, 2015 •
ლუდის მწარმოებლების პროტესტი გაძვირებულ აქციზს

 დღეს ამ საკითხზე ლუდის კომპანიებმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე იმყოფებოდნენ სააქციო საზოგადოება “ზედაზენისა” და “ნატახტარის” წარმომადგენლები.


საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც მეწარმეები აკრიტიკებენ, 2015 წლის  1 მარტიდან ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ ლიტრ ლუდზე აქციზი 40+20 თეთრით განისაზღვრა. ფინანსთა სამინისტრო ლუდის აქციზის 80 თეთრამდე გაძვირებას გეგმავდა. 


“ნეტგაზეთთან” საუბარში კომპანია “ნატახტარის” წარმომადგენელი ნიკოლოზ ხუნძაყაშვილი ამბობს, რომ კომპანიების მოთხოვნა აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ ნაწილობრივ გაითვალისწინა: 


“აქციზის გაძვირება არის პრობლემატური ინდუსტრიისთვის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ხელი არ ახლონ აქციზის გადასახადს, რომელიც ძალიან მაღალია საქართელოში. არანაირ ლოგიაკში არ ჯდება, რომ ლუდის ინდუსტრიას ხელი შეუშალოს. გადასახადი იმდენად მაღალია, რომ კომპანიებში ინვესტიციებს არავინ განათავსებს. “


“ნატახტარის” წარმომადგენლის განცახდებით, ლუდი 20-25% -ით გაძვირდება. 

 

 

ლუდი
ლუდი

მასალების გადაბეჭდვის წესი