“ამ დროიდან თიბისი ბანკი კონსტანტას ოპერაციებს განახორციელებს, როგორც ერთი იურიდიული პირი. კონსოლიდაციის შედეგად, მოხდა “თიბისი ბანკისა” და “ბანკი კონსტანტას” სერვისებისა და პროდუქტების ინტეგრაცია, რის შემდეგაც ყოფილი “კონსტანტას” მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება იგივე პროდუქტები და სერვისები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ მანამდე” – აცხედებენ ბანკის მენეჯმენტში.
პროცედურული ცვლილებების შესახებ კონსტანტას კლიენტებს უკვე მიეწოდათ ინფორმაცია. უახლოეს თვეებში განხორციელდება რებრენდინგი და ყოფილი კონსტანტას ფილიალები გააგრძელებენ მუშაობას „თიბისი ბანკი კონსტანტას“ სახელით.
კონსტანტას მომხმარებლებს მომსახურების მიღება შეეძლებათ “თიბისი ბანკის” ქსელსა და ყოფილი “კონსტანტას” ფილიალებში.
“სიამოვნებით მინდა მივულოცო კონსტანტას მომხმარებლებს ამ პროცესის წარმატებით დასრულება და თიბისი ბანკის თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო კონსოლიდაციის ეფექტურად და უმტკივნეულოდ განხორციელებისათვის. გვჯერა, რომ კონსტანტას შერწყმა “თიბისი ბანკთან” არის ახალი შსაძლებლობა არა მხოლოდ კონსტანტას კლიენტებისთვის, რომლებიც მიიღებენ უნივერსალურ საბანკო მომსახურებას, არამედ თავად “თიბისი ბანკისთვის”, რომელიც შეძლებს, გააძლიეროს საკუთარი პოზიციები მიკროფინანსირების ბაზარზე,”- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას კონსოლიდაციის შესახებ გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიკროფინანსების 2014 წლის ბოლოს მიიღო. კონსოლიდაციის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შერწყმის შემდეგ მიკროფინანსირება “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
საქართველოს საბანკო ბაზარზე 2015 წლის მონაცემებით 20 კომერციული ბანკი ოპერირებს.