“ჩვენ შევიძინეთ კომპანიის 25% და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში ჩაიდოს ფული. ვფიქრობთ, რომ 2016-17 წლებში ეს კომპანია გავიტანოთ ლონდონის ბირჟაზე და კიდევ უფრო მეტი კაპიტალი მოვიზიდოთ. ვფიქრობ, რომ სულ რამდენიმე კომპანიაა საქართველოში, რომ ლონდონის ბირჟაზე განათავსოს აქციები და აქედან ერთ-ერთი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია.“
ირაკლი გილაურის განმარტებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” გარდაქმინის იმ ტიპის კომპანიად, რომელიც ლონდონის ბირჟაზე დაუბრკოლებლად გავა: “კარგი კომპანიაა, მაგრამ სჭირდება იმიჯის შეცვლა. რა ინვესტიციებს ჩავდებთ კომპანიაში, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის.”
ლონდონის ბირჟის ლისტინგში აღრიცხულია ამ დროისათვის მხოლოდ ორი ფინანსური ინტიტუტი- “საქართველოს ბანკი” და “თბისი ბანკი”. კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე იყიდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელი კომპანია Georgian Global Utilities Limited (GGU) საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, GGU-ს კომპანია Bank Of Georgia Holding-ი გაუწევს დახმარებას, რომელიც ამ დროისთვის GGU-ს აქციების 25%-ის მფლობელი გახდა.
“ეს არის პირველი ნაბიჯი იმ პროექტისა, რომელიც კომპანიის საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლას და ახალი, კვალიფიციური ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო კვირას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობა სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს”.








