ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ სპაციალურ ბრიფინგზე განაცხადა: 

 

“მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოში ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს 5%-ს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით წელს ეკონომიკაში რეგიონში ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა გვექნება.  მინდა ჩამოვთვალო ქვეყნები, სადაც არის ძლერი ეკონომიკა და დაბალი ზრდა: ყაზახეთი- 4,4%; აშშ- 2,8%; თურქეთი- 3%, რუსეთი- 0% უკრაინა – 8%;სომხეთი -2,6%; აზერბაიჯანი -4,5%; მოლდავეთი -1,8%; ბელორუსი- 0,8%; ხორვატია -0.8%; ბალტიისპირეთის ქვეყნები -2,8%; ევროკავშირის ქვეყნები -1,4%; ევროზონა -0.8%, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნები- 2,6%; საქართველო- 5,2%. ეს არის პასუხი იმ ცრუ ბრალდებებზე და მიზანმიმართულ უპასუხისმგებლო კამპანიაზე, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა და უპასუხისმგებლო ექსპერტებმა წამოიწყეს იმისთვის, რომ გააუარესონ გარემო საქართველოში. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და გვაქვს კოორდინირებული მუშაობა ეროვნულ ბანკთან. ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე მოხდა ლარის სტაბილიზაცია”.  

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ  შეადგინა 508 მლნ აშშ დოლარი. რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 99%-ით აღემატება. ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს- 155 %-ით: “მინდა გითხრათ, რომ სამ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 923 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 29%-ით. ხოლო 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს- 32 % -ით. თუ გადავხედავთ აღნიშნულ მაჩვენებელს გრძელვადიან დინამიკაში, ჩვენ ვნახავთ, რომ 2008 წლის მეორე კვარტლის შემდეგ უცხოური ინვესტიციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა. 2009 წლის კვარტლების მიხედვით ეს მაჩვენებელი არის რეკორდული. აღსანიშნავია რეინვესტიციების დონე, რამაც მიაღწია 26%-ს ხოლო ახალი კაპიტალის წილი ამაში არის 73%. წელს ორ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი არის ჩინეთი- 150 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი და ნიდერლანდები.”  

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, სამ კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია მშენებლობის სფეროში განხორციელდა და შეადგინა 181 მლნ დოლარი:”მეორე ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. მესამეზე -უძრავი ქონება 61 მლნ აშშ დოლარით. გაზრდილია მშენებლობის სექტორი. აქ გვაქვს 35,7 % -იანი მატება. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში გვაქვს 21%-იანი მატება. სამშებლო სექტორში ინვესტიციები თითქმის გაზრდილია 9-ჯერ წინა კვარტალთან შედარებით. რაც შეეხება კავშირგაბმულობასა და ტრანსპორტს -7,5% . თუ შევადარებთ ამ მაჩვენებელს 2013 წლის მესამე კვარტალს, მივიღებთ 112% -იან ზრდას.” 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *