“სამინისტროში საქმინობას ორშაბათიდან შევუდგები. პირველი, რასაც გავაკეთებ, ტენდერების საკითხს შევისწავლი ძირფესვიანად და შევქმნი მოქნილ, დახვეწილ სისტემას, რომ ამ მექანიზმმა გამართულად იმუშაოს” – განაცხადა ჯავახიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ჯავახიშვილის განცხადებით, ტენდერების სისტემის შესახებ საზოგადოებაში ეჭვები არსებობს, თან ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ–ერთი უწყებაა, რომელმაც ამ მიმართულებით ფული ვერ დახარჯა:
“შორიდან საუბარი რთულია. მივალ, გავეცნობი საკითხს და დასკვნას გავაკეთებ. რატომ ვერ ჩატარდა ტენდერები? ეს ცუდია და კარგი? ყველანაირად ვეცდები, რომ სამინისტროში ტენდერების თემა იყოს გამჭვირვალე.”
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ დღეს, 5 დეკემბერს გახდა ცნობილი.

