მერისის ოქრო

 

 ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ ოქროს საბადოს `მერისის მადნიანი კვანძის~ სახელით იცნობენ. კვანძი 180 კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა და 6 საბადოს მოიცავს. მერისის მადნიან კვანძზე ლიცენზია 2007 წელს 40 წლით გაიცა. კომპანიამ, რომელმაც ლიცენზიაში  880 ათასი დოლარი გადაიხადა, ოქრო ქედაში 2047 წლამდე უნდა მოიპოვოს.