ეკონომიკა

2013 წელს მშპ–ს ზრდამ 3,3% შეადგინა (ინფოგრაფიკა)

17 ნოემბერი, 2014 •
2013 წელს მშპ–ს ზრდამ 3,3% შეადგინა (ინფოგრაფიკა)

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 3,3 პროცენტით განისაზღვრა: მშპ მიმდინარე ფასებში (მლნ. ლარი) 26 847,4 შეადგინა. (მშპ მიმდინარე ფასებში (მლნ. აშშ დოლარი) 16 139,9).

 

მშპ–მ ერთ სულზე (ლარი)5 987,6 ლარი შეადგინა (მშპ ერთ სულზე (აშშ დოლარი) 3 599,6), მშპ-ის რეალურმა ზრდამ კი- (%) 3,3%. 


2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში პირველ ადგილზეა ვაჭრობა (17,3 პროცენტი); მეორე ადგილს კი იკავებს მრეწველობის (17,3 პროცენტი) სექტორები. მესამე პოზიციაზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,5 პროცენტი), შემდეგ მოსდევს სახელმწიფო მმართველობა (10,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (9,4 პროცენტი), მშენებლობა (6,7პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (5,7 პროცენტი).

მშპ-ს დარგობრივი სტრუქტურა (2013 წელი) | Create Infographics

 

2013 წელს ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სოფლის მეურნეობა 2012 წელთან შედარებით გაიზარდა (11,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (9,6 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,6 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (7,0 პროცენტი), ვაჭრობა (5,4 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (5,1 პროცენტი). სასტუმროები და რესტორნები (4,6 პროცენტი), ტრანსპორტი (3,2 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობაში (10,5 პროცენტი).


2014 წელის პირველ კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდა 7.2% იყო ,ხოლო მეორე კვარტალში – 5.2%. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით მშპ–ს 5%–იანი ზრდაა დაგეგმილი.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი